ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იქნება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს

01:05, 17.12.2020

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი იქნება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ის პირველი ადამიანი იქნება ისრაელში, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ნეთანიაჰუს თქმით, მას სურს, მაგალითი გახდეს სხვა მოქალაქეებისთვის.

„ახლა თვითიზოლაციიდან მოგმართავთ. პარასკევს დავტოვებ თვითიზოლაციას და შაბათს ვაქცინის გასაკეთებლად წავალ“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი