ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტეში დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტეში დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნეთანიაჰუ სამიტში მონაწილეობას „სიმხათ თორის“ დღესასწაულის გამო ვერ შეძლებს, რომელიც დღეს საღამოს იწყება.
როგორც Times of Israel-ი წერს, ისრაელის ლიდერები ისტორიულად თავს არიდებენ ებრაულ შაბათსა და დღესასწაულებზე მოგზაურობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
„ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიწვევისა და მისი „მშვიდობის წრის“ გაფართოების მცდელობისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაციას, რომ შარმ ალ-შეიხში დაგეგმილ სამიტს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, სავარაუდოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუც დაესწრებოდა.