ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ არ მიგვეყენებინა ზიანი ხალხისთვის, სამწუხაროდ, რაფაჰში გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

21:31, 27.05.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას ტრაგიკულ შეცდომად აფასებს.

„ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ არ მიგვეყენებინა ზიანი ხალხისთვის, სამწუხაროდ, გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ ამ შემთხვევას“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

გასულ ღამეს რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

მსგავსი