ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ არ ვაპირებთ ღაზის ოკუპაციას, ჩვენ ვაპირებთ, ღაზა „ჰამასისგან“ გავათავისუფლოთ
ჩვენ არ ვაპირებთ ღაზის ოკუპაციას, ჩვენ ვაპირებთ, ღაზა „ჰამასისგან“ გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეს დაეხმარება ისრაელს, გაათავისუფლოს მძევლები და უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.
„ჩვენ ვაპირებთ, გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასისგან“. ღაზა იქნება დემილიტარიზებული და დამყარდება მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პალესტინის ადმინისტრაცია, არც „ჰამასი“ და არც სხვა ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაცია“, – წერს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 5-პუნქტიანი ინიციატივა ომის დასასრულებლად, სადაც საუბარია „ჰამასის“ განიარაღებაზე, მძევლების დაბრუნებაზე, ღაზის სექტორის დემილიტარიზებასა და მასზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების კონტროლის გავრცელებაზე, ასევე ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე.
We are not going to occupy Gaza – we are going to free Gaza from Hamas.
Gaza will be demilitarized, and a peaceful civilian administration will be established, one that is not the Palestinian Authority, not Hamas, and not any other terrorist organization.
This will help free…
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) August 8, 2025