ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი არჩევის შემდეგ იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი არჩევის შემდეგ იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების პირობა დადო. შეგახსნებთ, რომ ისრაელში არჩევნები მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს საარჩევნო დაპირება ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას მოუტანს, რაც მას მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის დასჭირდება.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან დაიკავა, თუმცა ამ ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტი ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.