ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩარლი კირკი მოკლეს სიმართლის თქმისა და თავისუფლების დაცვის გამო
ჩარლი კირკი მოკლეს სიმართლის თქმისა და თავისუფლების დაცვის გამო, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკკვლელობას.
„ისრაელის მეგობარი, მე მას მხოლოდ ორი კვირის წინ ვესაუბრე და ისრაელში მოვიწვიე. სამწუხაროდ, ეს ვიზიტი ვერ შედგება. ჩვენ დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანი. მისი უსაზღვრო სიამაყე ამერიკით და მისი ურყევი რწმენა სიტყვის თავისუფლების მიმართ წარუშლელ კვალს დატოვებს. განისვენეთ მშვიდად, ჩარლი კირკ“, – წერს ნეთანიაჰუ.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.