ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბრაზილიის არჩეულმა პრეზიდენტმა მითხრა, რომ იერუსალიმში საელჩოს გადატანა დროის საკითხია
ბრაზილიის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ისრაელის დელეგაციას უთხრა, რომ იერუსალიმში საელჩოს გადატანა დროის საკითხია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟაირ ბოლსონარუსთან მოლაპარაკების დეტალებზე რიო-დე-ჟანეიროში, ებრაულ სათვისტომოსთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ბოლსონარუმ მითხრა, რომ საკითხი არ მდგომარეობს იმგვარად, გადავა თუ არა საელჩო, არამედ იმაში, როდის მოხდება ეს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
იერუსალიმში ბრაზილიის საელჩოს გადატანის პირობა ჟაირ ბოლსონარუმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.