ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბოლო წლებში პოლიციელები და პროკურორები შეუერთდნენ დაჯგუფებას, რათა ბოდვითი და გაყალბებული საქმე შეკერონ ჩემს წინააღმდეგ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბოლო წლებში პოლიციელები და პროკურორები შეუერთდნენ დაჯგუფებას, რათა ბოდვითი და გაყალბებული საქმე შეკერონ ჩემს წინააღმდეგ

ბოლო წლების განმავლობაში პოლიციელები და პროკურორები შეუერთდნენ დაჯგუფებას, რომ ეს ბოდვითი და გაყალბებული საქმე შეკერონ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იერუსალიმის საოლქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, გაყალბებული საქმის მთავარი ამოცანა ძლიერი პრემიერ-მინისტრის ჩამოგდება და მმართველობიდან მემარჯვენე ფრთის ხანგრძლივი დროით ჩამოშორებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სასამართლო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ შიდა კორუფციასა და შეთქმულებაში ჩართული სისტემა მის ჩამოგდებას ცდილობს.

„ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მემარცხენეებმა ეს ვერ შეძლეს საარჩევნო ყუთებთან. ბოლო წლებში, მათ ახალი ხერხი იპოვეს – პოლიცია და პროკურორები შეუერთდნენ ჯგუფს, რათა გააყალბონ ეს ბოდვითი და არასწორი საქმე. მოთანამშრომლე პუდელი მარჯვენა მხრიდან კარგი იქნებოდა მათთვის, მაგრამ მე არ ვარ პუდელი, მე არ ვარ მზად, დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების აღმოსაფხვრელად. ასე რომ, მე უნდა მომხსნან ნებისმიერი საშუალებით“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გადაცემა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში სდებენ ბრალს.