ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ჩავა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ჩავა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მომდევნო კვირას აშშ-ს ეწვევა.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ესაუბრა თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საუბარი 4 აპრილს შედგა.

„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას მალე ეწვევა, შესაძლოა, შემდეგ კვირას. ვისაუბრებთ ისრაელზე, ვისაუბრებთ იმაზე, რაც ხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს 7 აპრილს ეწვევა.