ბენიამინ ნეთანიაჰუ – ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს
ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაწერა.
„ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს, რათა ხელი შეუშალოს ხალხის ნებას. ისინი ვერსად გაიმარჯვებენ! ჩვენ ერთად ვდგავართ მტკიცედ“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
როგორც გამოცემა Times of Israel-ი წერს, ისრაელის პრემიერის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა ორი ეჭვმიტანილი ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიება სწავლობს პრემიერ-მინისტრის ერთი ან მეტი თანაშემწის მიერ კატარიდან ათასობით დოლარის შესაძლო მიღების საკითხს.
გამოცემა Times of Israel-ი ასევე წერს, რომ თავდაპირველად ნეთანიაჰუმ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა და იგივე ტექსტი თავის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა.
In America and in Israel, when a strong right wing leader wins an election, the leftist Deep State weaponizes the justice system to thwart the people’s will. They won’t win in either place!
We stand strong together.— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) March 19, 2025