ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ.

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალებისა და ბავშვების მკვლელობა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და მინისტრმა, ბენი განცმა უარყვეს საერთაშორისო კრიტიკა ომის სამოქალაქო დანაკარგებთან დაკავშირებით და მოუწოდეს დასავლეთის ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ებრაულ სახელმწიფოს, რადგან მისი გამარჯვება ნიშნავს გამარჯვებას მთელი თავისუფალი სამყაროსთვისაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მიუთითა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება ომის შემდეგ პალესტინის ხელისუფლების ღაზაში დაბრუნებას.