ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელზე სარაკეტო იერიში „ჰამასს“ ძვირი დაუჯდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელზე სარაკეტო იერიში „ჰამასს“ ძვირი დაუჯდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელზე სარაკეტო იერიში მოძრაობა „ჰამასს“ ძვირი დაუჯდება.

„ეს მათ ძვირად დაუჯდებათ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ღაზას სექტორზე იერიშებს გააგრძელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, არსებული ვითარების ფონზე ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა მოქალაქე. დაშავებულებს შორის ერთი ხუთი წლის ბავშვია.