ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაჰში აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც შევა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაჰში აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც შევა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელი იმედოვნებს, აშშ-ის მხრიდან იქნება მხარდაჭერა რაფაჰში შესვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ისრაელი მზად არის, რაფაჰში თავისი მთავარი მოკავშირის მხარდაჭერის გარეშეც შევიდეს.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ღაზაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.