ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ღაზაში, რათა ღაზამ ისრაელს საფრთხე ვეღარ შეუქმნას
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ღაზაში, რათა ღაზამ ისრაელს საფრთხე ვეღარ შეუქმნას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ღაზაში, რათა ღაზამ ისრაელს საფრთხე ვეღარ შეუქმნას.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ომის მიზნები და ისინი ძალაში რჩება, მივაღწიოთ „ჰამასის“ განადგურებას, ჩვენი ყველა მძევლის სახლში დაბრუნებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პარლამენტის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მათი მხრიდან არ იქნება რაიმე სახის კომპრომისი იმაზე, რაც გავლენას ახდენს მათ არსებობასა და მომავალი თაობების დაცვაზე.