ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმის დაჯილდოება“ იქნება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმის დაჯილდოება“ იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმის დაჯილდოება“ იქნება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რამდენიმე ევროპული ქვეყნის მცდელობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა, არის ტერორიზმის დაჯილდოება. იუდეასა და სამარიაში პალესტინელების 80% მხარს უჭერს 7 ოქტომბრის საშინელ ხოცვა-ჟლეტას. ამ ბოროტებას სახელმწიფო არ უნდა მიეცეს. ის იქნება ტერორისტული სახელმწიფო. ისინი ისევ ეცდებიან 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის გამეორებას. ჩვენ არ დავუშვებთ ამას. ტერორიზმის დაჯილდოება არ მოიტანს არც მშვიდობას და არც ჩვენ შეგვაჩერებს „ჰამასის“ დამარცხებისგან“, – ამბობს ნეთანიაჰუ.