ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანს სურდა დონალდ ტრამპის მკვლელობა

23:22, 15.06.2025
FILE PHOTO: Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu delivers a statement at the Knesset (Israel's parliament) in Jerusalem, December 22, 2020. Yonatan Sindel/Pool via REUTERS

FILE PHOTO: Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu delivers a statement at the Knesset (Israel's parliament) in Jerusalem, December 22, 2020. Yonatan Sindel/Pool via REUTERS

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანს სურდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ  Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნეთანიაჰუს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ბრძანება პირდაპირ ირანიდან მოდიოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად უპასუხა.

„მათ მისი მოკვლა სურთ. ის ნომერ პირველი მტერია. ტრამპი გადამწყვეტი ლიდერია. მან არასოდეს აირჩია ის გზა, რომელიც სხვებმა აირჩიეს – სუსტი მეთოდით მოლაპარაკება მათთან, რაც მისცემდა მათ ურანის გამდიდრების საშუალებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანს მისი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

„ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა. პირველად 13 ივლისს პენსილვანიის შტატში, როდესაც მხარდაჭერებს მიმართავდა, მეორედ კი 15 სექტემბერს ფლორიდაში, გოლფის კლუბში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

მსგავსი