ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი ისრაელს თავს თუ დაესხმება, პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება – „დასრულდა ის დღეები, როცა ვინმე გვესხმის თავს და მათ ორმაგად არ ვპასუხობთ“

19:01, 14.07.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი ისრაელს თუ თავს დაესხმება, თეირანის მიმართ პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება.

მისივე თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.

ნეთანიაჰუმ, ასევე, აღნიშნა, რომ დასრულდა დრო, როდესაც თეირანი ისრაელს ესხმოდა თავს და ამისთვის მაღალი ფასის გადახდა არ უწევდა.

„მე ვეტყვი ირანის ლიდერებს: ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველაფერი გაჩუმდება, თავს თუ დაგვესხებით. დასრულდა ის დღეები, როდესაც ვინმე გვესხმის თავს და ჩვენ მათ ორმაგად არ ვპასუხობთ. ასე მოვიქცევით ყველას მიმართ, ვინც ზიანს გვაყენებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი