ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 20 თებერვალს „ჰამასი“ ისრაელს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარს გადასცემს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 20 თებერვალს „ჰამასი“ ისრაელს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარს გადასცემს

„ჰამასი“ ისრაელს 20 თებერვალს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარს გადასცემს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ხვალ ძალიან მძიმე დღე იქნება ისრაელის სახელმწიფოსთვის. შოკის მომგვრელი დღე, მწუხარების დღე. ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენი საყვარელი მძევლების, დაღუპული მძევლების ცხედრებს. ჩვენ ვხედავთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, როგორ მონსტრებთან. ჩვენ ვგლოვობთ, ჩვენ გვტკივა, მაგრამ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბიბასების ოჯახის სამი წევრი „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა. მეოთხე დაღუპული მძევალი კი არის ოდედ ლიფშიცი, მისი მეუღლე 2023 წლის ოქტომბრის მიწურულს გაათავისუფლეს.