ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომი, შესაძლოა, „დაუყოვნებლივ დასრულდეს“, თუ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის წინადადებას დათანხმდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომი, შესაძლოა, „დაუყოვნებლივ დასრულდეს“, თუ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის წინადადებას დათანხმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, „დაუყოვნებლივ დასრულდეს“, თუ „ჰამასი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას დათანხმდება.

„დაიცავით თქვენი უფლებები და მომავალი. დადეთ ზავი ჩვენთან და მიიღეთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადება“, – მიმართა ნეთანიაჰუმ ღაზაში მცხოვრებლებს.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ისრაელმა  უკვე მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება, რომელიც მოიცავს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას.

„პრეზიდენტ ტრამპის წინადადება თუ დამტკიცდება, ომი, შესაძლოა, დაუყოვნებლივ დასრულდეს. ჩვენ შევძლებთ, კვლავ დავიწყოთ მშვიდობის გავრცელება ჩვენს რეგიონში ყველას სასარგებლოდ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.