ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის პორტების ბლოკირებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებს ისრაელი მხარს უჭერს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის პორტების ბლოკირებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებს ისრაელი მხარს უჭერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის პორტების ბლოკირებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებს ისრაელი მხარს უჭერს.

ისრაელის კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპი თეირანს ასე იმიტომ დაემუქრა, რომ ირანმა აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს „წესები დაარღვია“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს ამ მტკიცე პოზიციას და კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ჯეი დი ვენსმა მას ინფორმაცია მიაწოდა პაკისტანში მოლაპარაკებების შესახებ. მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისლამაბადიდან გაფრენის შემდეგ თვითმფრინავიდან დაურეკა და „ნათლად აუხსნა, რომ ცენტრალური საკითხია ირანიდან ყველა გამდიდრებული მასალის ამოღება და იმის უზრუნველყოფა, რომ ურანის გამდიდრება აღარ მოხდეს“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 13 აპრილს, შტატების დროით დილის 10:00 საათიდან ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირება დაიწყება.