ბენი განცი - თუ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლები რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, ისრაელი გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა
ბენი განცი - თუ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლები რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, ისრაელი გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა

თუ ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლები მომდევნო რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, მაშინ ისრაელი გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა. ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

„მსოფლიომ და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, მათ შორის რაფაჰში“, – თქვა განცმა.

როგორც განცი აღნიშნავს, ისრაელი თავდასხმებს კოორდინირებულად დაიწყებს და ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად ეცდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში.

„მათ შეუძლიათ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზის მოქალაქეები შეძლებენ რამადანის წმინდა დღესასწაულის აღნიშვნას“, – განაცხადა განცმა.