„ბენფიკამ“ დაადასტურა ჟოაო ნევეშის 70 მილიონად პსჟ-ში გადასვლა #1TVSPORT
ლისაბონის „ბენფიკის“ პრეზიდენტმა რუი კოშტამ დაადასტურა, რომ პორტუგალიური კლუბის 19 წლის ნახევარმცველი ჟოაო ნევეში „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის.
„დიახ, ყველაფერი გადაწყვეტილია. ნაღვლიანია იმის გაცნობიერება, რომ ჟოაო გვტოვებს. ის საუკეთესო ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. დღეისთვის ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ 70-მილიონიან გარიგებაზე. ყველაფერი მარტივადაა, რადგან არა-ს თქმა არ შეგვიძლია“, – მოჰყავს კოშტას სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.
ჟოაო ნევეში „ბენფიკის“ აღზრდილია. 2023-24 წლების სეზონში მან სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა 55 ოფიციალურ მატჩში.