„ბენფიკა“ დი მარიას დაბრუნებას აპირებს #1TVSPORT
„ბენფიკა“ დი მარიას დაბრუნებას აპირებს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, შესაძლოა, კარიერა „ბენფიკაში“ გააგრძელოს, – დაწერა „ტვიტერში“ იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

აღნიშნავენ, რომ ლისაბონურ კლუბს სურს, სცადოს არგენტინელის დაბრუნება. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს პერიოდში იქნება მცდელობა, რათა ფეხბურთელი დააინტერესონ.

დი მარია „ბენფიკაში“ 2007-10 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა.

რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ არგენტინელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „იუვენტუსს“.