ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ
„ქართული ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციები მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ-დელეგატმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.
„ქართული ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციები მიუღებელია. დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო შეხვედრაში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რომელიც ინიცირებული იყო სტივენ დოუთის მიერ. ეს ტრაექტორია ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, – წერს ჰადადი.
Les dérives autoritaires du rêve géorgien sont inacceptables.
J’ai participé aujourd’hui à une réunion de coordination avec des pays partenaires initiée par @SDoughtyMP sur la situation en Géorgie.
Cette trajectoire va à l’encontre de l’aspiration européenne du peuple géorgien… pic.twitter.com/UKw6ekSfQe
— Benjamin Haddad (@benjaminhaddad) July 1, 2025