ბენ უოლესი - უკრაინაში შეჭრით, პუტინი და მისი ახლო გარემოცვის გენერლები ფაშიზმს და 77 წლის წინანდელ ტირანიას ასახავენ, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ
ბენ უოლესი - უკრაინაში შეჭრით, პუტინი და მისი ახლო გარემოცვის გენერლები ფაშიზმს და 77 წლის წინანდელ ტირანიას ასახავენ, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ

უკრაინაში შეჭრით პუტინი და მისი ახლო გარემოცვის გენერლები ფაშიზმს და 77 წლის წინანდელ ტირანიას ასახავენ, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ბრიტანეთის არმიის ეროვნულ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინაში შეჭრით, პუტინი და მისი ახლო გარემოცვის გენერლები ფაშიზმს და 77 წლის წინანდელ ტირანიას ასახავენ, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ. ისინი იმავე გულგრილობას ავლენენ ადამიანის სიცოცხლის, ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სისტემის მიმართ. სისტემის, რომელიც ერთად ჩავიფიქრეთ და რომლისთვისაც ერთად ვიბრძოდით, ერთად გავიმარჯვეთ, რათა მომავალი თაობებისთვის ომის უბედურება აგვერიდებინა“, – განაცხადა უოლესმა.

უოლესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს სინამდვილეში სურს, რუსი ხალხი და მსოფლიო დაშინებული ჰყავდეს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე და არაპროვოცირებულ ომს არ მოაქვს არაფერი, გარდა იმისა, რომ არცხვენს თავად რუს ჯარისკაცებს.

„ყველა პროფესიონალი ჯარისკაცი უნდა იყოს აღშფოთებული რუსეთის არმიის ქმედებების გამო. გარდა იმისა, რომ ისინი მონაწილეობენ არაკანონიერ შეჭრაში და სამხედრო დანაშაულებში, მათმა მაღალჩინოსნებმა იმედი გაუცრუეს იმ დონეზე, რომ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. მათთვის და პუტინისთვის არ შეიძლება, გამარჯვების დღე იყოს მხოლოდ სირცხვილი და უკრაინაში უდავო დამარცხება. მათ შეუძლიათ, ეცადონ, მართონ რუსეთის მომავალი წარსულით, მაგრამ წარსული ბოლოს მაინც წამოეწევათ“, – განაცხადა უოლესმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის გატეხვას და მათ იქამდე განდევნას, სადაც შემოჭრამდე იყვნენ, ხოლო ფასს, რომელსაც რუსი ხალხის იხდის ამ უკანონო შეჭრის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს.

„ის უნდა შეეგუოს, რომ საბოლოო ჯამში, აბსოლუტური მარცხი განიცადა გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი უკვე არ არის ისეთი, როგორიც იყო. მისი შეიარაღებული ძალები გამოაშკარავებულია და არც ისე ძლევამოსილია, როგორც ეგონა მსოფლიოს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ გაერთიანდა. ახლა, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში და ჩვენ ყველაზე მეტად ვიმედოვნებთ, რომ პუტინი დამარცხდება, უნდა ვიცოდეთ, რომ პუტინი გარკვეული პერიოდი ახლოს იქნება და ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, როგორ შევაკაოთ ის და მისი რუსეთი ისე, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება ევროპაში, უკრაინის, ნატო-ს წევრი და აღმოსავლეთ ფლანგზე არაწევრი ქვეყნების ჩათვლით. ეს არის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.