ბენ უოლასი - მივესალმები ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის გადაწყვეტილებას, გაზარდონ სამხედრო ხარჯები
ბენ უოლასი - მივესალმები ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის გადაწყვეტილებას, გაზარდონ სამხედრო ხარჯები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი მიესალმება ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის გადაწყვეტილებას, გაზარდონ სამხედრო ხარჯები. ამის შესახებ მან ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენი მოკავშირეები ბალტიისპირეთში და ჩვენი პარტნიორები საქართველოსა და უკრაინაში ძალიან კარგად იცნობენ რუსეთის ტაქტიკას. მაგრამ ეს ხდება ნატო-ს მოკავშირეებთანაც. ეს ხდება აქ, დიდ ბრიტანეთშიც. მე გახლდით დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი სამი წლის განმავლობაში და ვხედავდი ყოველდღიურ თავდასხმებს ჩვენ საზოგადოებაზე – კიბერთავდასხმები, დეზინფორმაცია, მკვლელობა, კორუფცია.

კითხვა შემდეგია, როგორც შეგვიძლია ჩვენ ამაზე კოლექტიური პასუხი გავცეთ. პასუხი სამი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი არის ინვესტიციები თავდაცვის სფეროში. ახალი შესაძლებლობები აუცილებელია თანამდროვე გამოწვევებზე საპასუხოდ. ამიტომ, მე მივესალმები ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის გადაწყვეტილებას, გაზარდონ სამხედრო ხარჯები“, – განაცხადა ბენ უოლასმა.