ბენ სიმონსის აზრით, სეზონის საუკეთესო ახალწვეულის პრიზი ლუკა დონჩიჩს უნდა გადაეცეს (ვიდეო)
ბენ სიმონსის აზრით, სეზონის საუკეთესო ახალწვეულის პრიზი ლუკა დონჩიჩს უნდა გადაეცეს (ვიდეო)

დალას მავერიკსის გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი სავარაუდოდ 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულის პრიზის მიღების მთავარი კანდიდატია. 20 წლის სლოვენიელი ეროვნულ საკალათბურთო ასოციცაციაში (NBA) ბრწყინვალე სადებიუტო სეზონს ატარებს. მისი მთავარი კონკურენტი ატლანტას ახალწვეული ტრაეი იანგია.

2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულ ბენ სიმონსის აზრით, აღნიშნული პრიზი დალასის გამთამაშებელს უნდა მიენიჭოს.

„ამ პრიზს ნამდვილად ლუკა იმსახურებს. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იანგიც ძლიერია, თუმცა მიმაჩნია, რომ ლუკას გუნდი წელს უკეთეს კალათბურთს თამაშობს, რაშიც ლუკას როლი უდიდესია“, – განაცხადა ფილადელფიას გამთამაშებელმა.