ბენ ჰოჯესი - საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე, დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა
ბენ ჰოჯესი - საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე, დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა

ვერ ვიგებ, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში, ეს ჩემთვის გაუგებარია. საქართველოსთვის ეს სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ ახლა, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც ეს ომი დამთავრდება, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სასარგებლო უნდა იყოს, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონზეა დამოკიდებული.

„ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია. ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რადგან არ სურდათ მობილიზაციაში მოხვედრა. არ სურთ უკრაინაში ბრძოლა. ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის, რომ უკრაინას მხარს უნდა უჭერდეს და რას აკეთებს მთავრობა. ეს საქართველოსთვის უნდა იყოს სასარგებლო, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.