ბენ ჰოჯესი - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც
ბენ ჰოჯესი - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც

გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია, რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას, – ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ უცნობია, რა განზრახვა აქვს მოსკოვს. ფაქტი ერთია, რომ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პიროებებში წლის დასაწყისიდან დღემდე 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოკლეს რუსებმა. ასევე ცხადია, რომ 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, მათ შორის, სახმელეთო ძალები, ავიაციისა და ფლოტის წარმომადგენლები, განაგრძობენ ყირიმის უკანონო ოკუპაციას. ისინი იქ 2014 წლიდან რჩებიან. ახლა მეტი სამხედრო ჩავიდა ნახევარკუნძულზე. ახლა ათასობით რუსი სამხედრო დისლოცირებულია უკვე უკრაინის საზღვრებთანაც“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ყველაფერი კეთდება უკრაინის ხელისუფლების დასაშინებლად და დასავლეთის გამოსაწვევად.

„ეს გახლავთ დემონსტრირება იმისა, რომ კრემლი არ სცემს პატივს ევროკავშირის, უკრაინის სუვერენიტეტს და არც აშშ-ს. ეს გახლავთ ტესტი. ჩემი აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რადგან თუ კრემლი ნახავს, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს, მაშინ, ლოგიკურად მათ შეუძლიათ გააფართოონ თავისი გავლენა საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ თუ გვსურს უსაფრთხო გარემო, მაშინ ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენას შეძლებთ ხვალ, 9 აპრილს, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

დატოვე კომენტარი