ბენ ჰოჯესი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით ქართველებისთვის შესაძლებლობები დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება, ვიმედოვნებ, ეს ადრე თუ გვიან მოხდება
ბენ ჰოჯესი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით ქართველებისთვის შესაძლებლობები დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება, ვიმედოვნებ, ეს ადრე თუ გვიან მოხდება

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით ქართველებისთვის შესაძლებლობები დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი უნდა ჰქონდეს როგორც მოსახლეობას, ასევე ქვეყნის მთავრობას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო სიცოცხლისთვისაა, ევროკავშირი კი – ცხოვრების ხარისხისთვის. ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდობისთვის, ქართული ბიზნესისთვის და ყველაფრისთვის, რაც საქართველოში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, შესაძლებლობები დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ. ვიმედოვნებ, ეს ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მთავრობასაც უნდა ჰქონდეთ ამისი სურვილი“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.