ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთსა და გერმანიას აძლევს მანდატს, მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე
ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთსა და გერმანიას აძლევს მანდატს, მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე

თუ ჩვენ გვსურს, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ კრემლზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მოსკოვი პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ასეთი გადაწყვეტილება დიდ დახმარებას გაგვიწევს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებს აძლევს საფუძველს, მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, თუ ჩვენ გვსურს, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ კრემლზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მოსკოვი პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ასეთი გადაწყვეტილება დიდ დახმარებას გაგვიწევს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პარიზსა და ბერლინში მთავრობას აძლევს მანდატს და საფუძველს, უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. ამ ვერდიქტის გარეშე, მათთვის ძალიან იოლი იყო თვალი აერიდებინათ ამ საქმისთვის. აღსანიშნავია, რომ ამავე სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოიტანა ყირიმის ანექსიის საქმეზეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გერმანია და საფრანგეთი მუდამ საუბრობენ ევროპის მნიშვნელობაზე და ამ დროს ევროპის უმაღლეს სასამართლოს კრემლის საწინააღმდეგო და მოსკოვისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება გამოაქვს“, – განაცხადა ჰოჯესმა.