ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა
ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსის 50 265 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 282 ადამიანი, რომლებსაც ასევე სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში ვირუსი 24 506-მა პაციენტმა დაამარცხა. ქვეყნის მაშტაბით, სულ 644 160 ტესტი ჩატარდა.