ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია გუშინ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს.

სვეეტლანა ციხანოვსკაია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა და განმეორებით არჩევენების ჩატარება ან ხმების თავიდან დათვლა მოითხოვა.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო აჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,08 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, 10.09 პროცენტმა მისცა ხმა.