ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში „რეალმა“ „ალმერია“ 3:2 დაამარცხა, ჯუდ ბელინგემმა კი თავი გოლით და ასისტით გამოიჩინა.
20 წლის ინგლისელისთვის ეს იყო ბოლო 26 მატჩში გატანილი მე-18 გოლი და მერვე საგოლე გადაცემა. შესაბამისად, ჯუდ ბელინგემმა 26 მატჩში 26 შედეგიანი მოქმედება გააკეთა.
მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა ესპანეთის ჩემპიონატში 14 გოლი გაიტანა და „ჟირონას“ თავდამსხმელთან, დოვბიკთან ერთად საუკეთესო ბომბარდირია.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ჟირონა“ 52 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „სამეფო კლუბს“ ერთი ქულით ასწრებს.