ბელინგემის დუბლით ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიას აჯობა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გაიმართება. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ცნობილია პირველი მონაწილე – ინგლისი.
ბრიტანელებმა მეტად დაძაბულ მატჩში, დამატებით დროში ნორვეგია დაამარცხეს – 2:1.
შეხვედრა პირველივე ტაიმში საინტერესო სანახავი გამოდგა: 36-ე წუთზე შელდერუპმა მეტად უცნაური, მაგრამ უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს გოლი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესოობის მთავარი პრეტენდენტი იქნება.
45+2-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მისთვის ამ მუნდიალზე მეხუთე გოლი იყო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ექსტრა ტაიმის მესამე წუთზე ნორვეგიისთვის საბედისწეროდ ბელინგემმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს მიუსწრო და ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა.
ინგლისი ნახევარფინალში არგენტინა-შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაელოდება.