ბელიაშვილის ქუჩის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბელიაშვილის ქუჩის ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის ნომერ 69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის ნომერ 69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.