ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია [ვიდეო]

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს.

ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.