ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად, შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.