ბელგრადში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის რეკონსტრუქციის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთანაა დაკავშირებული, აქცია გაიმართა

22:11, 11.11.2025

ბელგრადში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის რეკონსტრუქციის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთანაა დაკავშირებული, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ყოფილ სამხედრო ბაზასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

გასულ წელს ტერიტორიას მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რამაც კორუფციის გამო მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.

სერბეთის მთავრობამ ეს ტერიტორია იჯარით გადასცა კომპანია Affinity Global Development-ს, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობამ გასულ კვირას მიიღო სპეციალური კანონი, რომლითაც 500 მილიონი დოლარის პროექტს „გადაუდებელი” სტატუსი მიანიჭა და მას, სამართლებრივი დავების მიუხედავად, დაჩქარებული ნებართვები მიენიჭა.

სერბეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ კუშნერის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს ვაშინგტონთან.

მსგავსი