ბელგრადში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას არეულობა მოჰყვა
ბელგრადში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას არეულობა მოჰყვა

სერბეთის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას არეულობა მოჰყვა.

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქცია პარლამენტის შენობასთან დაიწყო, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა.

მოგვიანებით კი, პროტესტის მონაწილეების სხვადასხვა ქუჩებში მიმოიფანტნენ. პოლიციამ მათ დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა კი, მათ სხვადასხვა საგნები დაუშინეს. ქუჩაში გამოყვანილია ჯავშანტექნიკაც.

მოქალაქეთა პროტესტი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც პარასკევიდან ორშაბათამდე პერიოდში კომენდანტის საათი დააწესა.