ბელგრადში ათასობით ადამიანი უკვე მეთხუთმეტე კვირაა, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
ბელგრადში ათასობით ადამიანი უკვე მეთხუთმეტე კვირაა, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სერბეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. ბელგრადში ათასობით ადამიანი უკვე მეთხუთმეტე კვირაა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვს.

დემონსტრანტები სამართლიანი არჩევნების გამართვასა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ითხოვენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მონაწილეებმა მიტინგის დროს წუთიერი დუმილით აღნიშნეს, ნატო-ს მიერ სერბეთის დაბომბვის დაწყების 20 წლისთავი.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა ოპოზიციონერ დეპუტატს სცემეს.

დემონსტრაციების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.