ბელგრადში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი მეორედ სცადეს
ბელგრადში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი მეორედ სცადეს

სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი მეორედ სცადეს. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მეოთხე ღამეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკას აპროტესტებენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. ბელგრადში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს და შენობის შტურმი სცადეს.

პოლიციელებმა დემონსტრანტების შეჩერება ფარებით სცადეს, თუმცა მოგვიანებით აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.