ბელგოროდის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა ოთხი ადამიანი
ბელგოროდის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ შუვაევი ავრცელებს.
შუვაევის ცნობით, დაშავებული ბავშვი 14 წლისაა. მისივე თქმით, თავდასხმის ადგილას დაიწვა შენობა და დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი.
პარალელურად, უკრაინაში ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შედეგად ზაპოროჟიეს რაიონში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 60 დასახლებულ პუნქტს 1217-ჯერ დაარტყეს“, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი.