ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ შებეკინოში საერთო საცხოვრებელი იწვის
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ შებეკინოში საერთო საცხოვრებელი იწვის

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის ინფორმაციით, ქალაქ შებეკინოში საერთო საცხოვრებელი იწვის. ვიაჩისლავ გლადკოვის ცნობით, შებეკინოს მისამართით ცეცხლი „გრადებიდან“ გახსნეს.

„ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად იწვის საერთო საცხოვრებლის შენობა, ნგრევა არის ადმინისტრაციის შენობაშიც“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

ქალაქ შებეკინოში ხანძრის კადრები რუსულმა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა. როგორც ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, გუბერნატორის განცხადებით, არ დასტურდება მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავტობუსის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

შეგახსენებთ, „რუსული მოხალისეების კორპუსმა“, რომლის წევრები უკრაინის მხარეს იბრძვიან, განაცხადეს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე თავდასხმა მოაწყვეს და „მალე შებეკინოში იქნებიან“.