ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინული დრონით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინული დრონით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც გუბერნატორი „ტელეგრამში“ წერს, საზღვართან მდებარე ქალაქ გრაივორონოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა მოძრავ ავტომობილზე განხორციელდა, რომელშიც ხუთი მამაკაცი იმყოფებოდა. ორი მათგანი გარდაიცვალა. სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გასულ ღამეს 40 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.