ბელგიური დუეტი R.O x KONOBA 30 მაისს საქართველოს პირველი არხის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ სტუმარი იქნება
ბელგიური დუეტი R.O x KONOBA 30 მაისს საქართველოს პირველი არხის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ სტუმარი იქნება

ბელგიური დუეტი R.O x KONOBA საქართველოს პირველი არხის გადაცემის – „ღამის შოუ პირველზე“ სტუმარი იქნება.

დუეტს მაყურებელი გადაცემაში „ღამის შოუ პირველზე“ 30 მაისს იხილავს.

R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუეტია, რომელიც მანქანებისა და ინსტრუმენტების, სიზმრებისა და რეალობის, მელანქოლიური ვოკალისა და პოპმელოდიების ერთობას წარმოადგენს.

დუეტი პირველად თბილისს 2017 წლის 25 ნოემბერს „მუვმენთის“ (Movement) ორგანიზებით სტუმრობდა. მას შემდეგ ბელგიეურმა დუეტმა კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა საქართველოში და 2018 წლის ზაფხულში განახლებული პროგრამით „თბილისი ოფენ ეარის“ (Tbilisi Open Air) სცენაზე დაბრუნდა.

ამასთან, მიმდინარე წლის 31 მაისს R.O x KONOBA  „სფეისჰოლში“ (Spacehall) ქართველი მსმენელის წინაშე  ძველი და ახალი ნამუშევრებით წარსდგება.