ბელგიურ ორგანიზაცია „ახალგაზრდობის უფლებების სამსახურში“ აცხადებენ, რომ მოიპოვეს ჩვენებები, რომლითაც დასტურდება პოლიციის მიერ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის ფაქტები 

15:17, 21.10.2026

ბელგიური ორგანიზაცია „ახალგაზრდობის უფლებების სამსახურის“ დირექტორი პიერ-ივ როზეტი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ მოიპოვა ჩვენებები, რომლებიც პოლიციის მიერ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს.

„ერთ არასრულწლოვანს თავზე ხელკეტი ჩაარტყეს, ასევე ხელკეტის ჩარტყმის გამო ლავიწის ძვლის მოტეხილობით მეორე არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა როზეტმა.

უფლებადამხველთა ჯგუფემბა დემონსტრაციების დროს პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებაც განაცხადეს.

ორგანიზაციებმა ეჭვქვეშ დააყენეს ცრემლსადენი გაზის ხშირი გამოყენება იმ აქციებზე, სადაც ბავშვები მონაწილეობდნენ. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ასევე შეშფოთება გამოთქვეს დემონსტრაციების დროს პოლიციელთა ტაქტიკასთან დაკავშირებით.

მსგავსი