ბელგიის თასის ფინალი 1 აგვისტოს გაიმართება
ბელგიის თასის ფინალი 1 აგვისტოს გაიმართება

ბელგიის თასის ფინალური მატჩი „ბრიუგესა“ და „ანტვერპენს“ შორის პირველ აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

შეხვედრას უმასპინძლებს ბრიუსელის მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონი. მაყურებელს ტრიბუნებზე არ დაუშვებენ.

თავდაპირველად, ფინალი დაგეგმილი იყო 22 მარტს, მაგრამ გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატი ვადაზე ადრე შეწყდა COVID-19-ის მიზეზით. ჩემპიონად „ბრიუგე“ გამოცხადდა.