ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი დიდიე რეინდერსი დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავს
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი დიდიე რეინდერსი დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავს

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი დღეს თბილისში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.

ბელგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება, სადაც საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე ისაუბრებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ.

დაგეგმილია დიდიე რეინდერსის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.