თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ბელგიური სააგენტო BRF ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ვიზიტი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, თეო ფრანკენი საქართველოში უახლოეს თვეებში ჩამოვა. ის ალბანეთშიც გეგმავს ჩასვლას.

როგორვ BRF-ი წერს, გასულ წელს ბელგიაში თავშესაფარს თვეში დაახლოებით 35 ქართველი ითხოვდა. მარტში კი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგდა.

რაც შეეხება ალბანეთს, გასულ წელს ბელგიაში თავშესაფარი ალბანეთის 800-მა მოქალაქემ მოითხოვა.